გლობალური დათბობა-მსოფლიო პრობლემა

გლობალური დათბობის პროცესში დიდ როლს ასრულებს კლიმატის ცვლილება (ინგლ. Climate change) — დედამიწის კლიმატური რხევა, რომელიც ვლინდებოდა ან ვლინდება დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონსა თუ რაიონში. წარსულში გლობალური კლიმატური ცვლილებანი შეეხო დედამიწის ხმელეთის დიდ უბნებს; ცვლილებანი თანადროულ დროშიც გრძელდება. დედამიწის კლიმატური ისტორია მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ასეულობით მილიონ წელს.კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს მეცნიერების სპეციფიური დარგი – პალეოკლიმატოლოგია.კლიმატი ანუ ჰავა – გარკვეულ ადგილებზე წლიდან წლამდე განმეორებადი ამინდის ტიპია. კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებია: 1) მზის რადიაცია; 2)ატმოსფეროს ცირკულაცია; 3) ქვეშ არსებული ზედაპირის ხასიათი (უპირველესად ხმელეთის და წყლის თანაფარდობა) მზის სითბოსა და ტენის გადანაწილებაზე მოქმედებს აგრეთვე კონტინენტების განფენილობა, სანაპირო ხაზის დანაწევრება, ადგილის აბსოლუტური სიმაღლე, მთების განლაგება, მთის ფერდობთა ექსპროპრიაცია, ოკეანური დინებები. კლიმატი, როგორც ყველა მეტეოელემენტი, ზონალურია, თითოეულ ნახევარსფეროში გამოყოფენ 8 კლიმატურ სარტყელს: ეკვატორული კლიმატური სარტყელი სუბეკვატორული კლიმატური სარტყელი ტროპიკული კლიმატური სარტყელი სუბტროპიკული კლიმატური სარტყელი ზღვიური კლიმატური სარტყელი სუბარქტიკული კლიმატური სარტყელი სუბანტარქტიკული კლიმატური სარტყელი არქტიკული კლიმატური სარტყელი გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი. ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი. ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი. საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი ბან კი-მუნია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება

No comments:

Post a Comment