პრობლემის გადაჭრის გზები,რისთვისაც შეიქმნა "გარემოს დაცვის გლობალური ფონდი"

გარემოს დაცვის გლობალური ფონდი (იგივე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი, ანუ GEF), დაარსდა 1991 წელს, იგი ეხმარება განვითარებად ქვეყნებს იმ პროექტების დაფინანსებით, რომლებიც მიმართულია გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაწყვეტად. გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა დაარსებიდან დღემდე ასეთ პროექტებში დაახლოებით 9 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო. დღესდღეობით მსოფლიოს 36 ქვეყანა წარმოადგენს დონორ მხრეს, რაც გულისხმობს, რომ და მათ შეაქვთ თავისი ფინანსური წილი GEF-ის სამოქმედო ფონდში; გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი თავის ძალისხმევას მიმართავს 6 ძირითად სექტორში პრობლემების გადასაწყვეტად, ესენია: (1) ბიომრავალფეროვნება (2) კლიმატის ცვლილება (3) საერთაშორისო წყლები (4) მიწის დეგრადაცია (5) ოზონის შრის დაცვა (6) მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის უმაღლესი მმართველი ორგანოა მისი ასამბლეა, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იკრიბება. ასამბლეა განიხილავს ფონდის გენერალური მიმართულების საკითხებს, რომელსაც ნერგავს ფონდის საბჭო. ასამბლეა იხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფონდის ზოგადი სამომავლო მიზნები, მისი სტრუქტურა და, საჭიროებისამებრ, ფონდის სამოქმედო გეგმის გაუმჯობებსების გზები. ასამბლეაში მონაწილეობას იღებს 177 ქვეყანა. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის საბჭო კი იკრიბება 6 თვეში ერთხელ, რათა განიხილოს და დაამტკიცოს წარმოდგენილი პროექტები, ბიზნეს გეგმა და სამოქმედო პოლიტიკა. საბჭოს წევრებად წარმოდგენილია 32 მხარე (16 განვითარებადი ქვეყნიდან, 14 განვითარებული ქვეყნიდან და ორი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან); ფონდის მიერ დღემდე გაწეული და დაგეგმილი ფინანსები შემდეგნაირია: 1995-1998 -- 2.2 მილიადრი აშშ დოლარი 1999-2001 -- 2.8 მილიადრი აშშ დოლარი 2002-2005 -- 2.9 მილიადრი აშშ დოლარი 2006-2009 – 3.13 მილიადრი აშშ დოლარი აღსანიშნავია, რომ ფონდი არ გასცემს თანხებს “პირდაპირ”. ანუ, მას შერჩეული ჰყავს სამი პარტნიორი ორგანიზაცია (ე.წ. “განმახორციელებელი პარტნიორები”), რომელთა საშუალებითაც უნდა მოხდეს ფონდთან დაკავშირება, ფინანსების მიღება და პროექტის დანერგვა. ესენია: - მსოფლიო ბანკი - გაეროს განვითარების პროგრამა - გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა საერთოდ კი, ზოგადი კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ფონდში წარსადგენი საფინანსო პროექტი, შემდეგნაირია: - საპროექტო წინადადება ინიცირებული და დამტკიცებული უნდა იყოს იმ ქვეყნის მთავრობის მიერ, რომლიდანც არის წარმოდგენილი; - პროექტს უნდა გააჩნდეს შესამჩნევი გლობალური ეფექტი; - ყველა დაინტერესებული ჯგუფის მონაწილეობისა და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა; - კონვენციების მოთხოვნებთან თანხვედრა; - მაღალი სამეცნიერო-ტექნიკური ხარისხი; - ფინანსურად მდგრადი და რენტაბელური; - პროექტს უნდა გააჩნდეს მონიტორინგის, შეფასებისა და გამოცდილების გაზიარების მექანიზმები; - პროექტი უნდა წარმოადგენდეს ერთგვარ კატალიზატორს ახალი ფინანსური სახსრების მოზიდვის საქმეში; - GEF-ის პროექტის იდეები უნდა წარედგინოს განმახორციელებელ სააგენტოებს (ერთს ან რამდენიმეს ერთდროულად); - თანადაფინანსება დღესდღეობით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსირების კატეგორიები შემდეგნაირია: 1. ე.წ. “დიდი პროექტები”, რომელთა ბიუჯეტი 1 მლნ აშშ დოლარზე მეტია 2. ე.წ. “საშუალო ზომის პროექტები”, რომელთა ბიუჯეტი მლნ აშშ დოლარამდეა 3. მცირე გრანტების პროგრამა, სადაც თითოეული პროექტი არ აღემატება 50 000 აშშ დოლარს (ამ პროგრამაში საქართველო არ მონაწილეობს)

No comments:

Post a Comment