”ტერორიზმი”

სიტყვა ტერორი ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს შიშს, საშინელებას. ტეორიზმი 21-ე საუკუნეში თითქმის ყველა სახელმწიფოს №1 პრობლემადაა ქცეული, თუმცა მას გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე მისი სამართლებრივი შეფასება და კრიმინალიზაცია მოხდებოდა. მოკლედ მიმოვიხილავთ ტერორიზმის ისტორიას. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებამდე ტერორიზმი ხელისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთ ხერხადაც კი გამოიყენებოდა. ტერორს მიმართავდნენ სასახლის გადატრიალებისას, არასასურველი ხელისუფლების ჩამოგდებისას, ინკვიზიციის დროს, განსაკუთრების მძვინვარებდა რევოლუციების განმავლობაში. ტერორი და ტერორიზმი ამა თუ იმ სახით ყოველთვის არსებობდა, მაგრამ პოლიტიკური ტერორიზმის ისტორიას 19-ე საუკუნის პირველი მეოთხედიდან იწყებენ. 19-ე საუკუნის ტერორიზმის რევოლუციურ ტერორიზმს უწოდებენ, რადგან პოლიტიკური მიზნის მიღწევის ერთადერთ გზად რევოლუციური ცვლილებები მიიჩნეოდა, ხოლო ტერორს ამ გზის აუცილებელ ატრიბუტად თვლიდნენ. სწორედ 19-ე საუკუნის 30-40-იან წლებში იწყება ნაციოლალიზმის, ანარქიზმის, სოციალიზმის იდეების ფართო გავრცელება და ტერორიზმიც ამ მოძრაობების რადიკალური მიმართულებების ბრძოლის ფორმად იქცა. ანარქიზმის გაიგივება ძალადობასთან ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, მაგრამ 19-ე საუკუნეში საკმაოდ გავრცელებული წარმოდგენით ტერმინი „ანარქისტი“ „ტერორისტის“ სინონიმად ითვლებოდა. ევროპისა და ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანა დაზარალდა ანარქისტების ქმედებებით. განსაკუთრებით ძლიერი იყო ანარქისტული მოძრაობა დასავლეთ და სამხრეთ ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი) და რუსეთში.რაც შეეხება თანამედროვე საერთაშორისო ტერორიზმს, 20-ე საუკუნის 90-იანი წლებიდან იგი მსოფლიოს სერიოზულ პრობლემად იქცა. იგი პოლიტიკური პარტიების, სოციალური ფენების იდეოლოგიების ჩამოყალიბებას უკავშირდება. ტერორი ნიშნავს დანაშაულს, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების დაშინებასა და იძულებას, მასზე ზემოქმედებას. ტერორიზმის მიზეზებად ასახელებენ: ნეოკოლონიალიზმს, რასიზმს, აგრესიის პოლიტიკას, პოლიტიკური რეჟიმის არადემოკრატიულობას, უსამართლობას, სეპარატიზმს, რელიგიურ ფანატიზმს და ა.შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი არ არის ახალი და უახლესი ისტორიის პირმშო. ეს მიზეზები სახელმწიფოებრიობის გაჩენიდან არსებობენ, უძველესი დროიდან მოდიან, შუა საუკუნეებში იხვეწებიან, რასაც განსაკუთრებით ხელი შეუწყო კათოლიკურმა რელიგიამ, ეკლესიამ ინკვიზიციის მარწუხებით და ბოლოს, დღევანდელ დღეს ისინი სრულყოფილ სახეს იღებენ.
საერთაშორისო ტერორიზმი თანამედროვეობის ერთ-ერთი უაღრესად სერიოზული და მწვავე გლობალური პრობლემაა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა საყოველთაო ამოცანად იქცა. ტერორის განხორციელება სხვადასხვა მეთოდით ხდება და ტერორისტების მიზნებიც მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგრამ ყველა შემთხვევაში ტერორიზმი არის საკუთარი მიზნის მისაღწევად გამოყენებული ძალადობა, რომელიც ხორციელდება უკიდურესი ფორმით: მკვლელობა, აფეთქება, გატაცება, დაჭრა, მძევალთა აყვანა, და ა.შ. ეს არის მძიმე დანაშაული, რომელიც მუდმივ შიშში ამყოფებს როგორც მოსახლეობას, ისე ხელისუფლებას და კრიტიკულ მდგომარეობაში აგდებს მთელ ქვეყანას. ტერორიზმი საყოველთაო გლობალურ საფრთხედ იქცა უკანასკნელ ათწლეულებში, როცა მან საერთაშორისო ტერორიზმის ფორმა მიიღო და მთელ მსოფლიოს დაემუქრა. ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია ერთი რომელიმე ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის ფარგლებში და მთელი კაცობრიობის ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. განსაკუთრებულ საფრთხედ მსოფლიოსათვის იქცნენ ისლამისტურ-ტერორისტული ორაგანიზაცისბი. ყველაზე უფრო მთავარ ტერორისტულ დაჯგუფებებს მიეკუთვნებიან: · ჰესბოლაჰი, ლიბანის რადიკალური ორგანიზაცია, რომლის ტერორისტული აქციები მიმართულია არა ამარტო ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგ, არამედ ხშირ შემთხვევაში მუსლიმანი სუნიტების წინააღმდეგაც. · ჯიჰად ალ ისლამია,მნიშვნელოვან ტერორისტულ ორგანიზაციებადაა მიჩნეული და ჰამასი – პალესტინის სუნიტური რადიკალური სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებსაც საღვთო ომი აქვს გამოცხადებული ისრაელთან და მის მხარდამჭერებთან. · ტალიბანი, უკიდურესად კონსერვატიული, რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციაა, რომელიც მმართველი ძალა იყო ავღანეთში და აქტიურად უჭერდა მხარს ისლამისტურ-ფუნდამენტალისტთა ტერორიტულ დაჯგუფებებს. · ლაშქარეთაიბი, პაკისტანის ისლამისტური მოძრაობა; ჯამაათ ალ ისლამია, ისლამისტური ორგანიზაცია, რომლის მიზანია ცენტრალური აზიის ისლამური სახელმწიფოს შექმნა. · ალ ქაიდა, ტერორისტულ-ისლამურ ორგანიზაციათა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ექსტრემისტულ-ტერორისტული ისლამური ორგანიზაცია.მისი მეთაურია უსამა ბენ ლადენი. სწორედ მის მიერ იყო ორგანიზებული 2001წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები, რამაც აიძულა აშშ და საერთოდ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალით გამოსულიყვნენ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ საერთო ღონისძიებების შედეგი იყო ავღანეთში ტალიბანისა და ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმების დახობა, თუმცა ამ მოვლენას ტერორიზმის ფაქტები არ შეუმცირებია.

No comments:

Post a Comment