Pages
- გლობალური პრობლემები
- უმძიმესი ეკოლოგიური პრობლემები
- ”ატომური რეაქტორი”უბედური შემთხვევის ტრაგიკული შედეგი
- ”შიმშილის პრობლემას გლობალური განზომილება გააჩნია”
- ”იაპონიის კრიზისი”
- გლობალური დათბობა-მსოფლიო პრობლემა
- ძლიერი წყალდიდობები
- ”ტერორიზმი”
- დემოგრაფიული პრობლემები
- "ნარკომანია"ჩვენი დროის გლობალური პრობლემა
- რას შეუძლია გლობალური დათბობის შეჩერება
- პრობლემის გადაჭრის გზები,რისთვისაც შეიქმნა "გარემოს დაცვის გლობალური ფონდი"
- გამოყენებული ლიტერატურა
ძლიერი წყალდიდობები
გასულმა წელმა, სამწუხაროდ, თავი დაგვამახსოვრა ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატასტროფებითაც, რომლებსაც მთლიანობაში ათასობით ადამიანი შეეწირა სხვადასხვა სახელმწიფოებში.
ბუნებრივი კატაკლიზმებიდან ზოგი - მაგალითად, წყალდიდობები სეზონური ხასიათისაა და მეტ-ნაკლები სიმძლავრით ყოველთვის ხდება, ზოგი კი, საერთაშორისო ექსპერტების აზრით, აშკარად მსოფლიოში მიმდინარე კლიმატურმა ცვლილებებმა გამოიწვია. ამ უკანასკნელი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას კი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ჯერ შეთანხმებული სტრატეგიით ვერ ახერხებენ. შევეცდებით, მკითხველს ქრონოლოგიის მიხედვით კიდევ ერთხელ შევახსენოთ მომხდარი ძირითადი ტრაგიკული მოვლენები.
2011 წელი, ფაქტობრივად, დაიწყო ავსტრალიაში მომხდარი ძლიერი წყალდიდობით.
რეალურად წყალდიდობა ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლო დღეებში დაფიქსირდა. იგი ტროპიკულმა შტორმმა "ტაშამ" და კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია, რომელიც მანამდე თვეზე მეტხანს გრძელდებოდა და, ფაქტობრივად, იანვრის შუა რიცხვებამდე გასტანა. წყალდიდობას, დაღუპულებისა და უკვალოდ დაკარგულების სახით, 80-დან 100-მდე ადამიანი შეეწირა. უფრო მასშტაბური იყო მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი. წყლის ქვეშ აღმოჩნდა ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი - ძირითადად, შტატი კვინსლენდი. მთლიანობაში დატბორილი ფართობი საფრანგეთის ტერიტორიას აღემატებოდა. დაზარალდა 30-ზე მეტი ქალაქი, მათ შორის შედარებით სერიოზულად - ბრისბენი, როკჰემპტონი და ტუვუმბა. საცხოვრებელი სახლი დაკარგა ათასობით ადამიანმა, საჭირო გახდა ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია. უდიდესი დანაკლისი განიცადა მრეწველობამ, სოფლის მეურნეობამ და ტურიზმმა. ზარალი მთლიანობაში მილიარდობით დოლარად შეფასდა.
წყალდიდობის შემდეგ ხალხი ჯერ წესიერად არ იყო გონს მოსული, რომ თებერვლის დასაწყისში იმავე ტერიტორიას ციკლონი "იასი" დაატყდა თავს გრიგალის სახით, თუმცა ამ უკანასკნელს მსხვერპლი არ გამოუწვევია. სანაპირო ზოლში სერიოზულად დაზიანდა შენობები და ნაგებობები, ბევრ სახლს სახურავი გადაძვრა. ხმელეთთან შეჯახების შემდეგ ციკლონმა ძალა დაკარგა.
დაიტბორა ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ზომით დაახლოებით საფრანგეთის ტერიტორიის ტოლია.მდინარე ფიცროის დონემ, რომელმაც უკვე 9,2 მეტრს მიაღწია და ავსტრალიის ქალაქი როკჰემპტონი დატბორა, შესაძლოა, 9,4 მეტრამდე აიწიოს, რის შემდეგაც ვარაუდობენ მის ვარდნას. ქალაქის დიდი ნაწილი წყლის ქვეშ არის მოქცეული. სამხედრო თვითმფრინავებმა ქალაქში დარჩენილებს სასმელი წყალი, საკვები და პირველადი მოხმარების საგნები მიაწოდა.
პოლიციამ ხალხი გააფრთხილა, რომ ადიდებულ მდინარეებს შეიძლება, გველებისა და ნიანგების ამოსვლაც მოჰყვეს. "ვფიქრობთ, რომ თუ ადამიანები წყლისგან შორს დაიჭერენ თავს, მათთვის ნიანგები საფრთხეს წარმოადგენენ. თუმცა, თუ ხალხი წყალში შევა, მათი უსაფრთხოება გარანტირებული ვერ იქნება," - განაცხადა ქალაქის მერმა ბრედ კარტერმა.
ოფიციალური მონაცემებით, წყალიდობას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ევაკუირებულია. კარტერის განცხადებით, წყალი მაქსიმალურ დონეზე ორი დღის განმავლობაში დარჩება. "შემდეგ წყლის დონე დაიკლებს, თუმცა კიდევ 10 დღის განმალობაში ის 8,5 მეტრზე შენარცუნდება," - აღნიშნა ქალაქ როკჰემპტონის მერმა.
როკჰემპტონის ისტორიული შენობები ცემენტის ტომრებით დაფარეს, რათა წყალს არ დაეზიანებინა. ქალაქის მთავარი გზა გახსნილია, თუმცა აეროპორტები კვლავ დახურულია.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment