”ატომური რეაქტორი”უბედური შემთხვევის ტრაგიკული შედეგი

ალბათ არავისში იწვევს პროტესტს როცა გასულ საუკუნეს ატომურ საუკუნეს უწოდებენ.ეს კაცობრიობის ისტორიაში ის დროა,როცა ადამიანებმე შეძლეს ატომების და მისი შემადგენელი ნაწილაკების აღმოჩენა.ყველაზე საშიშტექნოგენურ კატასტროფას ატომურ ელექტროსადგურებზე მომხდარი აფეთქება და მის შედეგად გარემოში რადიოაქტიული ელემენტების გაფრქვევა მიეკუთვნება.ე ათეული ფოტო მასალაა,ამიტომ გადავწყვიტე შემევსო ეს ვაკუუმი და ცოტა რამ მეთქვა ჩერნობილში დატრიალებულ ტრაგედიაზე. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში მოხდა ატომური რეაქტორის აფეთქება,რამაც უდიდესი ატომური კატასტროფა გამოიწვია,რომლის შედეგებსაც დღესაც იმკის უკრაინის მოსახლეობა და არა მარტო ისინი. ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგური საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იყო თავისი პოტენციალით. აფეთქების შედეგად გარემო დაბინძურდა ისეთი რადიოაქტიური ნივთიერებებით როგორიცაა-ურანის იზოტოპი,პლუტონიუმი,სტრონციუმი და ა.შ.ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა რეაქტორის მეოთხე ენერგობლოკის სიმძლავრის შემცირება.26 აპრილს რეაქტორის სიმძლავრის შემცირების დროს მომსახურე პერსონალმა დაუშვა შეცდომა,რამაც საბოლოოდ კატასტროფამდე მიიყვანა საბჭოთა კავშირი და არა მარტო.მსოფლიოში მანამდე და არც შემდეგ ასეთი მასშტაბის ატომური კატასტროფა არ დაფიქსირებულა(ეს ატომური კატასტროფა ბევრად უფრო მძიმეა ვიდრე ჰიროსიმა-ნაგასაკის ბირთვული დაბომბვა აშშ_ს მიერ). ჩერნობილის რეაქტორიდან გამოყოფილმა რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა დაიწყეს გადაადგილება ბელორუსიის,რუსეთის,საქართველოს,აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ქვეყნებისაკენ.ჩერნობილის მიდამოებიდან ევაკუირებულ იქნა 200 000 ათასამდე ადამიანი.აფეთქებას მცირე მსხვერპლი ახლდა,მაგრამ რადიაციის ფონმა კი უდიდესი ტრაგედია გამოიწვია და მსხვერპლმა მატება დაიწყო. აფეთქებისთანავე საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო ტრაგედიის ლიკვიდატორთა მობილიზაცია,დაახლოებით 600 000 ადამიანი პრაქტიკულად გაწირეს და ჩერნობილის “მკვდარ ზონაში” გაამწესეს ტრაგედიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩასატარებლად. ამ 600 000 ადამიანმა დასხივების დიდი დოზა მიიღო და მათი 10 %(60 000) შემდგომ წლებში დაიღუპა და 165 000 კი დასახიჩრდა და დაინვალიდდა.

No comments:

Post a Comment